-
მოდელები
-
პეჟო სერვისი
-
პეჟოს შესახებ
- ბიზნესი
PEUGEOT-ის მართვა ყოველთვის ამაღელვებელი და სასიამოვნო გამოცდილებაა. სიამოვნებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, PEUGEOT-მ მრავალი კვლევის შედეგად, შექმნა ინოვაციური ინტერიერის დიზაინის კონცეფცია: PEUGEOT i-Cockpit®.
მთავარი მახასიათებლები:
შექმნილია თქვენი მართვის ინსტინქტების გასაძლიერებლად. კომპაქტური, ულტრა-მანევრირებადი საჭე უზრუნველყოფს ავტომობილის მოქნილად, სიზუსტითა და ენთუზიაზმით მართვას.
თვალის დონეზე განლაგებული საინფორმაციო დაფა (პანელი) მძღოლს აჩვენებს ყველა საჭირო ინფორმაციას.
პანელის ასეთი მდებარეობა, შესაძლებელი გახადა საჭის კომპაქტურობამ - მძღოლისთვის იქმნება მაქსიმალური კომფორტი და მცირდება დაღლილობის შეგრძნება.
ვრცელ, სენსორულ ეკრანზე ინფორმაცია ინტუიციურად არის დაჯგუფებული. ეს უზრუნველყოფს ავტომობილის თითოეული ფუნქციის (რადიო, კონდიციონერი და ა.შ.) მარტივ კონტროლს.
სენსორული ეკრანი მიმართულია მძღოლისკენ, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ავტომობილის სრულ ინფორმაციასა და აღჭურვილობაზე წვდომას.
გამოცადეთ მართვის სრულიად ახალი გამოცდილება თქვენს PEUGEOT-თან ერთად.