Location

კონტაქტი

დაგვიკავშირდი

+995 0 32 2 192 195

ტექნოლოგია
cover

ტექნოლოგია

თავისი საკვანძო გამოგონებებითა და უთვალავი წარმატებებით, PEUGEOT-მა დაწერა ერთ-ერთი ულამაზესი გვერდი ავტომობილების ისტორიაში და 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევებით, PEUGEOT-ის თავგადასავალი გრძელდება:

car

PURETECH ძრავები

PEUGEOT-ის PureTech 3-ცილინდრიანი ბენზინის ძრავი აერთიანებს ეფექტურობასა და უახლეს ტექნოლოგიებს - წლის ძრავად დასახელდა 2015, 2016 და 2017 წლებში. ძრავი მოიცავს PEUGEOT-ის თითოეულ მოდელს 108-დან 5008-მდე.

car

BLUEHDI ძრავები

დამაბინძურებელი გამონაბოლქვის შემცირებისთვის ბაზარზე ყველაზე ეფექტური სისტემის შემქმნელი, PEUGEOT, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მოწოდებას. BlueHDi ასე ჰქვია PEUGEOT-ის ევრო 6 დიზელის ძრავებს, რომელიც აერთიანებს ეფექტურობასა და მცირე გამონაბოლქვს.

car

EAT6 ავტომატური გადაცემათა კოლოფი

EAT6 გადაცემათა კოლოფი არის 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც არეგულირებს საწვავის მოხმარებასა და მართვის გამოცდილებას. იგი შექმნილია იმისთვის, რომ მკვეთრად შეამციროს CO2-ის გამონაბოლქვი და მძღოლისთვის შექმნას მაქსიმალური კომფორტი.

car

EAT8 ავტომატური გადაცემათა კოლოფი

PEUGEOT-ის ეს ავტომატური გადაცემათა კოლოფი ამცირებს 7%-მდე საწვავის მოხმარებას, გაუმჯობესებული სისტემების წყალობით. ის ასევე ზოგავს წონას და არის ძალიან კომპაქტური.

techno-cover

stop & start

Stop & Start ფუნქცია ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის ძრავებზე - შეუთავსეთ გარემოს დაცვის ეფექტურობა მართვის სიამოვნებას!

ქალაქში მართვისას Stop & Start ფუნქცია ავტომატურად გამორთავს ძრავას, როდესაც მანქანა ჩერდება, მაგალითად, შუქნიშანზე - ხელახალი დაძვრა კი არის მყისიერი და გლუვია.

ამ ტექნოლოგიას მრავალი უპირატესობა აქვს: საწვავის მოხმარების უკეთესი კონტროლი (-15% ურბანულ გარემოში, სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით), CO2-ის გამონაბოლქვის შემცირება (ნულოვანი გამონაბოლქვი ძრავის გამორთვის ფაზების დროს) და სიჩუმე გაჩერების დროს.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია Stop & Start ფუნქცია გამორთოთ.

car

ელექტრო

PEUGEOT არის ერთადერთი ბრენდი მსოფლიოში, რომელსაც ბაზარზე გლობალური, მდგრადი მობილობის შეთავაზება აქვს:

  • PEUGEOT e-208 ქალაქის ავტომობილი და PEUGEOT e-2008 SUV
  • e-Expert საშუალო ზომის სატვირთო
  • e-Traveller მინივენი
  • PEUGEOT e-LUDIX ელექტრო სკუტერი
  • ელექტრულ ველოსიპედები ყველა დანიშნულებისთვის, მათ შორის eC01, eLCO1, eT01, eM01, eM02 და eM03 მოდელები
car

ჰიბრიდი

ყოველი ტექნოლოგიური რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, PEUGEOT იბრძვის ენერგეტიკული ცვლილებებსთვის ისე, რომ ტექნოლოგია კვლავ და ყოველთვის ემსახურებოდეს ავტომობილის მართვის სიამოვნებასაც.

Plug-in ჰიბრიდული ტექნოლოგია ეყრდნობა ენერგიის ორ წყაროს გადაადგილებისთვის: ის აერთიანებს ელექტრო დამუხტვად ელემენტსა და ბენზინის ძრავს.

ამიტომაც, თქვენ გაქვთ საშუელება ისარგებლოთ 100% ელექტრო რეჟიმით მოკლე დისტანციაზე მოგზაურობისას და ბენზინის ძრავით უფრო გრძელი მოგზაურობისას.

ელემენტის გადამუშავება

ვადაგასული საავტომობილო ელემენტის გარემოზე ზემოქმედების შემცირების ვალდებულებების შესაბამისად, Stellantis Group-მა ხელშეკრულება დადო SNAM-სთან (ევროპის ლიდერთან ელემენტების შეგროვებასა და გადამუშავებაში). 2015 წლის ბოლოს ხელმოწერილი ხელშეკრულება, 2012 წელს საფრანგეთში SNAM-თან ინიცირებული პარტნიორობის ნაწილია, რომელიც გარანტიას იძლევა ვადაგასული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ელემენტები შეგროვდეს და გადამუშავდეს ევროპის ტერიტორიაზე.